ახალი ამბები
"უზენაეს სასამართლოს მივმართავ" - ბაღების ყოფილი თანამშრომელი გაერთიანების წინააღმდეგ
FaceBook

ააიპ ქუთაისის ბაგა-ბაღების გაერთიანების ყოფილი თანამშრომლის მაკა ნაცლიშვილის ადვოკატი სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრებას გეგმვას.

ადვოკატის რობიზონ ხურცილავას განცხადებით,  ის სააპელაციო სასამართლოდან გადაწყვეტილების ოფიციალურად ჩაბარების შემდეგ, მის გასაჩივრებას   უზენაეს სასამართლოში აპირებს. საუბარია, იმ გადაწყვეტილებაზე, რომლის საფუძველზე ააიპ გაერთიანების ადმინისტრაციას ყოფილი თანამშრომლისთვის განაცდურის ანაზღაურება და კომპენსაციის გადახდის ვალდებულება  მოეხსნა, რომელიც  ქუთაისის საქალაქო სასამართლომ გაერთიანებას დააკისრა.  

"მაშინ, როდესაც საქალაქო სასამართლომ გაამართლა მაკა  ნაცვლიშვილი, გაუგებარია რატომ მიიღო სააპელაციო სასამართლომ ეს გადაწყვეტილება, ამიტომ როცა გადაწყვეტილება ჩამბარდება დაახლოებით 30 დღის ვადაში მე უზენაეს სასამართლოს მივმართავ",  - ამბობს ჩვენთან  საუბარში ადვოკატი, რობიზონ ხურცილავა.

ქუთაისის ააიპ ბაგა-ბაღების გაერთიანებამ, დაწესებულების ყოფილ თანაშრომელს, მაკა ნაცვლიშვილს სააპელაციო სასამართლო დავა მოუგო.

"საქალაქო სასამართლომ დაგვაკისრა გაცდენილი საათების ანაზღაურება და ასევე, 6000 ლარიანი კომპენსაცია. სააპელაციო სასამართლომ კი, ეს ვალდებულებები მოგვიხსნა", - აცხადებს იურისტი, რამაზი იობიძე.

მაკა ნაცვლიშვილისა და ქუთაისის ააიპ ბაგა-ბაღების გაერთიანების საქმემ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში მას შემდეგ გადაინაცვლა, რაც საქალაქო სასამართლოს მიერ მიღებული გაადწყვტილება გაერთიანების ადმინისტრაციისთვის მიუღებელი აღმოჩნდა და
გაასაჩივრა. 2016 წლის 12 დეკემბერს ქუთაისის საქალაქო სასამართლომ ქუთაისის ააიპ ბაგა-ბაღების გაერთიანების ყოფილი თანამშრომლის მაკა ნაცლიშვილისთვის სასარგებლო გადაწყვეტილება მიიღო.

სასამართლო გადაწყვეტილების მიხედვით, გაერთიანების ადმინისტარაცის დირექტრის, ნანა ლორთქიფანიძის მიერ გამოცემული ბრძანება, (რომლის საფუძველზე მოხდა ნაცვლიშვილის გათავისუფლება) ბათილად ცნო, ასევე, გაერთიანებას დაეკისრა ნაცვლიშვილისთვის 6000 ლარის გადახდა.

ააიპ ქუთაისის ბაგა-ბაღების გაერთიანების დირექტორის, ნანა ლორთქიფანიძის ბრძანების თანახმად, სამ თანამშრომელს დაკავებული პოზიციიდან გათავისუფლების შესახებ ბრძანება გასული წლის 20 მაისს ჩაბარდათ.

დოკუმენტის თანახმად, სამსახურიდან დაწესებულების ხელმძღვანელის ორი მოადგილე და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსასხურის უფროსი დაითხოვეს.

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ქუთაისში, მუხნარის ადმინისტრაციულ ერთეულის მოსახლეობას, 13 100
აბონენტს, სასმელი წყალი არ მიეწოდება.
13:22 / 21.11.2024
ქუთაისში, მუხნარის ადმინისტრაციულ ერთეულის მოსახლეობას, 13 100 აბონენტს, სასმელი წყალი არ მიეწოდება.
19 ნოემბრის აქციაზე დაკავებულ მათე დევიძეს, შესაძლოა ბრალი
გადაუკვალიფიცირდეს.
13:00 / 21.11.2024
19 ნოემბრის აქციაზე დაკავებულ მათე დევიძეს, შესაძლოა ბრალი გადაუკვალიფიცირდეს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.