"რუსთავი 2" -ის მხარდასაჭერ აქცია-კონცერტს ქუთაისიდან პლატფორმა
"ევროპული საქართველოს" 50-მდე დელეგატი შეუერთდება.
"ეს არ არის პარტიული ღონისძიება,შესაბამისად წავედით ქუთაისის
ორგანიზაციის ძირითადი ბირთვი,მოქალაქეობრივი ვალი ვისაც გვინდოდა
მოგვეხადა ისინი მივდივართ", - ამბობს პლატფორმა "ევროპული
საქართველოს" წევრი, კოტე რატიანი.
"რუსთავი 2" -ის მხარდასაჭერ აქცია-კონცერტს ქუთაისიდან "ნაციონალური
მოძრაობის" წევრებიც შეირეთდებიან.
ორგანიზაციაში აცხადებენ, პარტიის წევრები და მხარდამჭერები უკვე
თბილისში არიან.
"ჩვენი მხრიდან ხალხის ორგანიზება არ მომხდარა, ვისაც გაუჩნდა სურვილი
რომ დაიცვას სიტყვის თავისუფლება ისინი დავესწრებით კონცერტს" -
განაცხადა ენმ ქუთაისი ორგანიზაციის წევრმა, გია უკლებამ.
"რუსთავი 2" -ის მხარდასაჭერი აქცია-კონცერტი 11 მარტს, თბილისში
რუსთაველის გამზირზე 14 საათზე გაიმართება.
როგორია ქუთაიელების დამოკიდებულება რუსთავი 2-ის საქმეზე,
ნახეთ ვიდეოგამოკითხვა.
მასალის გამოყენების პირობები