ევროპაში მყოფი ერთ-ერთი ე.წ. "კანონიერი ქურდის" სახელით, "ქურდული
სამყაროს" სასარგებლოდ,
თანხის გამოძალვის ბრალდებით სამი პირი დააკავეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, სამივე დაკავებული წარსულში
ნასამართლევია.
ბრალდებულები სისტემატურად უკავშირდებოდნენ მოქალაქეს და მისი და მისი
ოჯახის წევრების სიცოცხლის მოსპობის მუქარით ფულის დროულად მიტანას
სთხოვდნენ. ამასთან, უკმაყოფილებას გამოთქვამდნენ თანხის დროულად
გადაუხდელობის გამო, რადგან მათ მიერ მოთხოვნილ თანხას ელოდებოდა
აღნიშნული ე.წ. "კანონიერი ქურდი", რომლის მეშვეობით ფულის ნაწილი
ე.წ. "ქურდულ საერთოში" უნდა შესულიყო.
გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებულებმა მოქალაქეს, სიტყვიერი და
ფიზიკური შეურაცხყოფის მიაყენების შემდეგ, 23 600 აშშ დოლარის გადახდა
მოსთხოვეს.
შსს კრიმინალური ავტორიტეტისა და დაზარალებულის
აუდიოჩანაწერსაც ავრცელებს.
სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 181-ე
მუხლის მე-2 ნაწილის "ა" და "გ" ქვეპუნქტებით მიმდინარეობს, რაც
ჯგუფურად ჩადენილი დიდი ოდენობით ქონების გამოძალვას გულისხმობს.
მასალის გამოყენების პირობები