საქართველოს ძიუდოს ფედერაცია რეგიონების სკოლამდელ დაწესებულებებში
ახალ პროექტს "საბავშო ძიუდო"განახორციელებს.
ფედერაციაში ამბობენ, რომ პატარები სპორტის ამ სახეობის შესახებ
შესაბამის განათლებას მიიღებენ.
ორწლიანი პროექტი საქართველოს ყველა რეგიონის საბავშვო ბაღებში
ჩატარდება. თავდაპირველად კი ის თელავიდან დაიწყება.
პროექტმა ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის მოწონება უკვე
დაიმსახურა.
ძიუდოს საერთაშორისო აკადემიის ინსტრუქტორებმა კი დიღმის ძიუდოს
აკადემიაში გამართულ ვარჯიშზე ბავშვებს სხვადასხვა ვარჯიშები და
თამაშები შესთავაზეს. მათ ქართველ სპეცილისტებს თავიანთი გამოცდილება
გაუზიარეს.
მასალის გამოყენების პირობები