გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დასავლეთ საქართველოში
მიმდინარე წლის 11 მარტს ძლიერი ქარია ნავარაუდები.
სინოპტიკოსების ინფორმაციით, ქუთაისში 11 მარტს 25-28 კმ/სთ ქარი
იქროლებს.
" 9 და 10 მარტს ქუთაისში შენარჩუნდება ძლიერი ქარი. თუმცა, 11 მარტს
ღამით ქარი გაძლიერდება და ტემპერატურა დაიკლებს", -
ამბობს გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზების
დეპარტამენტის ხელმძღვანელი, დოდო გვაზავა.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, მიმდინარე წლის 12 მარტს
ქარის სიძლერე შემცირდება.
სინოპტიკოსები მიმდინარე წლის 14 მარტს დასავლეთ საქართველოში წვიმას
პროგნოზირებენ.
მასალის გამოყენების პირობები