ახალი ამბები
ქუთაისში, თვითნებურად გაზრდილი მგზავრობის ტარიფის გამო, ცხელ ხაზზე 6 შეტყობინება შევიდა
FaceBook
ქუთაისის მერიის მიერ მოწოდებული ინფორმაციით, ცხელ ხაზზე მოქალაქეების მხრიდან სულ 6 შეტყობინება შევიდა.
თვითმმართველობაში ცხელი ხაზი იმ მძღოლის გამოსავლენად აამოქმედეს, რომელიც მგზავრობის საფასურს გაზრდილი ტარიფით მოითხოვდა.

საქალაქო ტრანსპორტის მძღოლებმა მგზავრობის ღირებულება 10 თეთრით მას შემდეგ გაზარდეს, რაც ორდღიანი გაფიცვის მიუხედავად მერიის წარმომადგენლებთან შეთანხმებას ვერ მიაღწიეს. ქალაქში გაზრდილი ტარიფით ტრანსპორტის მოძრაობა მიმდინარე წლის 7 მარტს საღამოს საათებში აღდგა.

ამ ფატქთან დაკავშირებით ქუთაისის მერიის პრესსამსახურმა განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნულია, რომ ფასის გაზრდა თვითნებურად მოხდა.

"მერიის მიერ გატარდა საჯარიმო ღონისძიებები კერძოდ: არასანქცირებული აქციის გამო დაჯარიმდა ყველა (42) სამარშრუტო ხაზის ნებართვის მფლობელი და თვითნებურად გაზრდილი ტარიფის გამო, შესაბამისს ხაზებზე გამოიწერა ჯარიმები", - განმარტეს მერიაში.

არასანქცირებული ორდღიანი აქციისა და თვითნებურად მგზავრობის ფასის გაზრდის გამო, მერიამ ყველა საქალაქო სამარშუტო ხაზი დააჯარიმა. თვითმმართველობის წარმომადგენლების გადაწყვეტილებით, თითოეული მათგანი 100-100 ლარით დაჯარიმდა. გადამზიდავი კომპანიების წარმომადგენლები, რომლის მფლობელობაშია მიკროსაავტობუსო ხაზები, მათზე ფინანსურ სანქციის დაკისრების მიზეზად მძღოლებს ასახელებენ.

ამ დროისთვის ქუთაისის მერიის მიერ 42 მიკროსაავტობუსო და 10 საავტობუსო ხაზზეა ნებართვა გაცემული. ქალაქში მგზავრთა გადაყვანას ყოველდღიურად 160 საქალაქო მიკროავტობუსი და 70 ავტობუსი ემსახურება.


ამავე თემაზე:

ქუთაისში საქალაქო ტრანსპორტის მძღოლები გაიფიცნენ

"ვითხოვთ მხოლოდ ათ თეთრს" - ქუთაისში გაფიცული მძღოლების მოთხოვნები

"არ გვეუბნებიან იმუშავებენ თუ არა"- მგზავრები გაფიცულ მძღოლებზე (ფოტო)

"გაფიცვა არაფერს მოგცემთ" - ვიცე-მერი გაფიცულ მძღოლებს

"დღეს ტრანსპორტი არ იმოძრავებს" - ქუთაისში მძღოლების გაფიცვა გრძელდება

ქუთაისში მეორე დღეა საქალაქო ტრანსპორტის მძღოლები გაფიცულები არიან

შეწყვეტილი გაფიცვა და 10 თეთრით გაძვირებული ტრანსპორტი ქუთაისში


ქუთაისის მერია მგზავრობის გაზრდილ ტარიფზე: შესაბამისს ხაზებზე გამოიწერა ჯარიმებ

"დაჯარიმება და გაფიცვა არავის უნდა" - გადამზიდი კომპანიები მერიის სანქციებზე


Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ქუთაისში, მუხნარის ადმინისტრაციულ ერთეულის მოსახლეობას, 13 100
აბონენტს, სასმელი წყალი არ მიეწოდება.
13:22 / 21.11.2024
ქუთაისში, მუხნარის ადმინისტრაციულ ერთეულის მოსახლეობას, 13 100 აბონენტს, სასმელი წყალი არ მიეწოდება.
19 ნოემბრის აქციაზე დაკავებულ მათე დევიძეს, შესაძლოა ბრალი
გადაუკვალიფიცირდეს.
13:00 / 21.11.2024
19 ნოემბრის აქციაზე დაკავებულ მათე დევიძეს, შესაძლოა ბრალი გადაუკვალიფიცირდეს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.