30 აპრილი საქართველოს შეიარაღებული ძალების დღეა.
ქართული არმია დაარსებიდან 24-ე წლისთავს აღნიშვნის მიზნით საზეიმო ცერემონიალი ქუთაისში, ბრიგადის სამწყობრო მოედანზე გაიმართა.
ჯარისკაცებმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის საბრძოლო მოქმედებებში და საერთაშორისო მისიებში დაღუპული სამხედროების მემორიალი გვირგვინით შეამკეს.
ცერემონიალზე მე-3 ქვეითი ბრიგადის პირადმა შემადგენლობამ წუთიერი დუმილით პატივი მიაგო საქართველოს ერთიანობისთვის ბრძოლაში, საერთაშორისო მისიებსა და სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს დაღუპული სამხედროების ხსოვნას.
"მთელ ქვეყანას ვულოცავ შეიარაღებული ძალების 24 წლისთავს. ჩვენმა ჯარისკაცებმა წლების განმავლობაში არაერთხელ დაამტკიცეს, რომ საკუთარი სიცოცხლის ფასად ღირსეულად ემსახურებიან საქართველოს,"– განმარტა ცერემონიალზე ქუთაისის მერმა შოთა მურღულიამ.
ანა ჯანაშია
მასალის გამოყენების პირობები