სოლიდარობა ქალებს - ამ მიზნით ქუთაისის ცენტრალურ მოედანზე
ქალთა მხარდაჭერის აქცია გაიმართება.
"აქციის მიზანია, ქვეყანაში შექმნილ მძიმე გენდერულ დისბალანსს,
რომელიც ხშირ შემთხვევაში ფატალური შედეგის მომტანია საზოგადოების
ნებისმიერი ფენისთვის, გამოვუცხადოთ ბრძოლა და მხარი დავუჭიროთ
ქალებს, რათა დავიცვათ ჩვენი უფლებები" - ამბობენ ორგანიზატორები.
აქცია მიმდინარე წლის 8 მარტს,
14:00 საათზე ქალაქის ცენტრალურ მოედანზე
გაიმართება
ორგანიზატორები საზოგადოებას ქალთა მხარდაჭერისკენ მოეწოდებენ.
8 მარტს, როგორც ქალთა საერთაშორისო დღეს გაეროს დადგენილებით 1975
წლიდან აღნიშნავენ.
მასალის გამოყენების პირობები