ფეხბურთში საქართველოს მე-19 ეროვნული ჩემპიონატი "სამტრედიისა" და
ქობულეთის "შუქურას" შეხვედრით იწყება.
მატჩი დღეს, 4 მარტს სამტრედიაში, ეროსი მანჯგალაძის სახელობის
ცენტრალურ სტადიონზე 14:00 სთ-ზე გაიმართება.
ჩემპიონატი 4 წრედ ჩატარდება და მასში 10 გუნდი: გორის "დილა",
თბილისის "დინამო", ბათუმის "დინამო", ფოთის "კოლხეთი", "ლოკომოტივი",
საბურთალო", "სამტრედია", "ტორპედო", ქობულეთის "შუქურა" და საჩხერის
"ჩიხურა" მონაწილეობენ.
პირველი ტურის სხვა მატჩები 5 მარტს გაიმართება.
რაც შეეხება, ქუთაისის "ტორპედოს" მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე
გუნდი თბილისის „საბურთალოს“ დაუპირისპირდება. შეხვედრა 18:00 სთ-ზე
დაიწყება.
ეროვნული ჩემიპიონატის საფეხბურთო მატჩებს გულშემატკივარს
საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხით შეუძლია. ასევე, პირდაპირი
რეპოტრაჟები გადმოიცემა ეროვნული ლიგის ახალ ვებ-გვერდზე
erovnuliliga.ge.
მასალის გამოყენების პირობები