გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, მიმდინარე წლის 4
მარტს საქართველოს მთელს ტერიტორიაზე არამდგრადი ამინდია მოსალოდნელი.
სინოპტიკოსების ცნობით დასავლეთ საქართვლოს დაბლობში იწვიმებს, მთასა
და მაღალ მთაში კი ნალექი თოვლის სახით არის მოსალოდნელი, რამაც
შესძლოა მდინარეებში წყლის დონის მატება გამოიწვიოს.
" დასავლეთ საქართველოს ბარში 10 გრადუსი სითბოა მოსალოდნელი, მთიან
რაონებში 3-დან 8 გრადუსამდე, ხოლო მაღალ მთაში -1 +4 გრადუსი სითბოა
ნავარაუდევი. იქედან გამომდინარე, რომ წინა დღეებში დაფიქსირდა მაღალი
ტემპერატურა შესაძლოა ახლა მდინარებში მოიმატოს წყლის დონემ", -
განმარტავს გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზების
განყოფილების ხელმძღვანელი, დოდო გვაზავა.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დასავლთ საქართველოში
მიდმინარე წლის 5 მარტის დღის მეორე ნახევრიდან გამოიდარებს და 6-დან
11 მარტის ჩათვლით ჰაერი +24 გრადუსამდე დათბება.
მასალის გამოყენების პირობები