განათლების მინისტრის ბრძანებით, საქართველოს საჯარო სკოლებში
საგაზაფხულო არდადეგები 8-დან 15 მარტამდე გაგრძელდება.
სკოლებში საგაზაფხულო არდადეგები, მრავალწლიანი წყვეტის შემდეგ, წელს
პირველად დაბრუნდა.
განათლების მინისტრის, ალექსანდრე ჯეჯელავას გადაწყვეტილებით,
ცვლილებები სხვა თარიღებსაც შეეხო. კერძოდ, მიმდინარე წელს დიდი
ხუთშაბათი დასვენების დღე არ იქნება.
სამინისტროს ცნობით, აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით
მოსწავლეები წითელი პარასკევიდან 14 აპრილიდან მიცვალებულთა დღის, 17
აპრილის, ჩათვლით დაისვენებენ.
საჯარო სკოლებში პირველი კლასის მოსწავლეებისათვის სასწავლო წელი 27
მაისს დასრულდება, ხოლო დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებისთვის - 20
მაისს.
მასალის გამოყენების პირობები