გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, მიმდინარე წლის 1 მარტს
დასავლეთ საქართველოში +24 გრადუსამდე სითბოა მოსალოდნელი.
"მარტის დასაწისში დასავლეთ დასავლეთ საქართველოში შედარებით დათბება
და დღის ტემპერატურას +19 + 24 გრადუსამდე ვვარაუდობთ" -
პროგნოზირებენ გარემოს ეროვნულ სააგენტოში.
სინოპტიკოსთა ცნობით მიმდინარე წლის 3 – 4 მარტს ქვეყნის დასავლეთ
ნაწილში გაწვიმდება და აგრილდება ასევე, იქროლებს დასავლეთის
მიმართულების ქარი.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციითვე, მიმდინარე წლის 5 – 6
მარტს დასავლეთ საქართველოში ნალექის ინტენსიობა იკლებს და
გამოიდარებს.
მასალის გამოყენების პირობები