სარეაბილიტაციო-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო,
აბონენტების ნაწილს, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდებათ.
"ენერგო-პრო ჯორჯიას" ქუთაისის ფილიალის ინფორმაციით,
1 მარტს ქუთაისში 11:00-დან 14:00 საათამდე გამოირთვება ფიდერი ცგპ-4
და ძაბვა შეუწყდება დაახლოებით 1180 აბონენტს ბარათაშვილის, ბერი
თევდორეს, ნინოშვილის (ნაწ.) ქუჩებზე.
2 მარტს 11:00-დან 14:00 საათამდე დაგეგმილია ფიდერ "გელათის" (N141)
პროფილაქტიკა. რის გამოც, ელენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდება
დაახლოებით 70 აბონენტს ბროსეს ქუჩაზე.
1 მარტს 13:00-დან 16:00 საათამდე დაგეგმილი სარემონტო სამუშაოების
ჩატარების მიზნით გამოირთვება ფიდერები "ამბროლაური" და "ფუტეთი", რის
გამოც ძაბვის მიწოდება დროებით შეუწყდება დაახლოებით 1400 აბონენტს
ამბროლაურში და სოფლებში ფუტიეთი, კრიხი და ახალსოფელი.
მასალის გამოყენების პირობები