თერჯოლის გამგებელმა, თეიმურაზ ჯაფარიძემ თანამდებობა დატოვა. პოსტის
დატოვების მიზეზად ჯაფარიძე ოჯახურ მდგომარეობას ასახელებს.
"ოჯახი მიტოვებული მყავდა 3 წელი თბილისში. უკეთესი თანამდებობაა,
უკეთესი პირობები და ოჯახთანაც ახლოს ვიქნები.
ვეძებდი ისეთ სამსახურს, რომელიც მისაღები იქნებოდა ჩემთვის და ბოლოს
მაინც გამიმართლა", – ამბობს ქუთაისიპოსტთან საუბარში თეიმურაზ
ჯაფარიძე.
ჯაფარიძე ამბობს, რომ ის "გაერთიანებული წყალმომარაგების
კომპანიაში" დაიწყებს მუშაობას.
ყოფილი გამგებელი მიიჩნევს, რომ გადაწყვეტილებით მას ამომრჩევლების
იმედი არ გაუცრუებია.
"3 თვე მქონდა ისედაც დარჩენილი. მეტს მაინც ვერ ვიმუშავებდი. მომავალ
არჩევნებში მონაწილეობას არც ვაპირებდი და საჯარო სამსახური ვარჩიე.
ჩემი ამომრჩევლებისთვის ბევრი რამის გაკეთება უკვე მოვასწარი და მე
ისინი არ მიმიტოვებია", – ამბობს თემურ ჯაფარიძე.
თეიმურაზ ჯაფარიძემ თანამდებობა საკუთარი განცხადების
საფუძველზე, მიმდინარე წლის 24 თებერვალს დატოვა. ამ
დროისთვის
მის მოვალეობას
გამგებლის პირველი მოადგილე, თემურ ქოჩიაშვილი
შეასრულებს.
თეიმურაზ ჯაფარიძე, თერჯოლის გამგებლის პოსტზე 2014 წლის ადგილობრივი
თვითმმართველობის არჩევნების შედეგად აირჩიეს.
მასალის გამოყენების პირობები