ახალი ამბები
ქუთაისის მერიის არქიტეტქურისა და ეკონომიკის სამსახურების ანგარიში შენიშვნების გარეშე
FaceBook
ქუთაისის მერიის არქიტექტურისა და ეკონომიკის სამსახურებმა 2016 წლის ანგარიში ერთობლივად წარმოადგინეს.
ანგარიშის პრეზენტაციაზე, რომელსაც არასმთავრობო სექტორი და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ, სამსახურების მიერ გასულ წელს განხორციელებულ პროექტებზე ისაუბრეს.

არქიტექტურისა და ზედამხედველობის სამსახურის ანგარიშის მიხედვით, მთავარი პრობლემა, რაც გასულ წლებში სამსახურში არსებობდა, ეს იყო საქმის წარმოების ვადების დარღვევა.

2016 წლის მუშაობით კმაყოფილია სამსახურის უფროსი, ბაქარ ჭეიშვილი.

"ყოველ შემთხვევაში უკმაყოფილო არ ვარ. ბევრი მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდა გასულ წელს", –განაცხადა ბაქარ ჭეიშვილმა.

მისი თქმით, სამსახურს დადებითი მაჩვენებლები აქვს შემოსავლების ნაწილში. მაგალითად, 2015 წელთან შედარებით 12 000 ლარით არის გაზრდილი მოსაკრებელი გარევაჭრობიდან, რამაც 2016 წელს 90 000 ლარი შეადგინა.

კლებაა უნებართვო მშენებლობიდან მიღებულ შემოსავლებში. თუმცა, სამსახურის უფროსის თქმით, ეს პირიქით, დადებით ტენდენციაზე მიუთითებს, რადგან უფრო ნაკლები ადამიანი არღვევს კანონს.

2015 წელთან შედარებით 700 000 ლარით არის შემცირებული, გასულ წელს ადგილობრივ ბიუჯეტში პრივატიზაციიდან შემოსული თანხა. თუმცა, ეკონომიკის სამსახურის უფროსი, პაატა კლდიაშვილი მიიჩნევს, რომ ეს თანხა რეალურად ბიუჯეტს არ დაკლებია.

"ეს კლება გრძელვადიანი წინასაარჩევნო პერიოდით იყო გამოწვეული. ცხადია, ინვესტორს ასეთ დროს არ სურს მსხვილი ინვესტიციის ჩადება ქალაქში. თუმცა, ამას ბიუჯეტისთვის რეალური ზიანი არ მოუტანია. იმ თანხამ, რაც უნდა შემოსულიყო, უბრალოდ დროში გადაიწია", – განაცხადა პაატა კლიაშვილმა.

ანგარიშის მიხედვით,  გასულ წელს მერიამ,  თვითმმართველობის საკუთრებაში არსებული ქონების პრივატიზაციაზე 40-ჯერ გამოაცხადა აუქციონი. აქედან, მიღებულმა თანხამ  2 მილიონ 227 649 ლარი შადგინა, რაც  ნაკლებია 2015 წელს პრივატიზებიდან მიღებულ თანხაზე.

ორი სამსახურის მიერ წარმოდგენილ ანაგარიშზე შენიშვნები  არ ქონია  არასმთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებს. 

"რაც მოვისმინე არ მაქვს შენიშვნები. დადებითად ვაფასებ ქუთაისის ეკონომიკური განვითარების სტარტეგიას, რომელიც მივიღეთ. ქუთაისი ერთადერთი ქალაქია საქართველოში, რომელსაც აქვს ეს დოკუმენტი", – განმარტა "ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" პროგრამების ხელმძღვანელმა, ნოდარ ჯიქიამ.

ტურისტული ინფარსტრუქტრის მოწესრიგებასა და გასხვისებული ქონების შემდგომი მიზნობრიობის გამჭვირვალობაზე საუბრობს "ქუთაისის საინფორმაციო ცენტრის" ხელმძღვანელი, ხვიჩა ვაშაყმაძე.

"ტურისტული ინფრასტრუქტურა უნდა იყოს უკეთესი და უფრო კარგად მომზადებული უნდა ხვდებოდეს ქალაქი ტურისტს. გარდა ამისა, მიმაჩნია, რომ როცა კონკრეტული მიწის ნაკვეთი ან ობიექტი იყიდება, უნდა იყოს გამჭვირვალე ინვესტიციის მიზნობრიობა. რა უნდა გაკეთდეს იქ", – ამბობს ხვიჩა ვაშაყმაძე.

ქუთაისის მერიის სამსახურები ბოლო ორი წელია წინა წლის შემაჯამებელ ანგარიშს წარმოადგენენ.

გასული წლის საქმიანობა ქუთაისის მერიის ახალგაზრდობისა და სპორტის განყოფილებამ სპორტულ და კულტურულ დაწესებულებათა ააიპთან ერთად უკვე წარმოადგინა.

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ქუთაისში, მუხნარის ადმინისტრაციულ ერთეულის მოსახლეობას, 13 100
აბონენტს, სასმელი წყალი არ მიეწოდება.
13:22 / 21.11.2024
ქუთაისში, მუხნარის ადმინისტრაციულ ერთეულის მოსახლეობას, 13 100 აბონენტს, სასმელი წყალი არ მიეწოდება.
19 ნოემბრის აქციაზე დაკავებულ მათე დევიძეს, შესაძლოა ბრალი
გადაუკვალიფიცირდეს.
13:00 / 21.11.2024
19 ნოემბრის აქციაზე დაკავებულ მათე დევიძეს, შესაძლოა ბრალი გადაუკვალიფიცირდეს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.