ქუთაისში, საფეხმავლო ხიდის ასაგებად საჭირო პროექტისთვის ტენდერი
მეორედ, 15 000 ლარით გაზრდილი თანხით გამოცხადდა.
45 000 ლარის ღირებულების სახელმწიფო შესყიდვაზე (SPA170003480),
დაინტერესებული პირებისთვის, წინადადების მიღება 1 მარტს დაიწყება და
ის 6 მარტამდე გაგრძელდება. სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით,
საფეხმავლო ხიდის სავარაუდო ზომები 380 მეტრი სიგრძის და 2 მეტრი
სიგანის უნდა იყოს.
ქუთაისში, წმინდა გიორგისა და ხარების ეკლესიების ტერიტორიიდან
ბოტანიკურ ბაღამდე ხიდის პროექტზე,
თავდაპირველად ტენდერი, მიმდინარე წლის 2 მარტს
30 000 ლარზე გამოცხდდა. თუმცა, მაშინ ამ სახელმწიფო შესყიდვით არავინ
დაინტერესებულა. ამის გამო, ქუთაისის მერიამ სახელმწიფო შესყიდვის
თანხა გაზარდა.
მასალის გამოყენების პირობები