წყალტუბოს მუნიციპალიტეტის, სოფელ ქვიტირში მომხდარ ავტოსაგზაო
შემთხვევას 14 წლის მოზარდი ემსხვერპლა, ხოლო მეორე - მძიმედ
დაშავდა.
შემთხვევა 26 თებერვალს მოხდა. ადგილობრივების
განმარტებით, სამარშრუტო მანქანა მოსრიალდა და ქვეითად მიმავალ
დეიდაშვილებს დაეჯახა.
თვითმხილველების თქმით, 14 წლის გოგონა ადგილზე გარდაიცალა.
შსს-ში გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276–ე მუხლის მე–5
ნაწილითაა აღძრული, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან
ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც
ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.
ბრალეულობის დამტკიცების შემთხვევაში პირი, 4-დან 7 წლამდე
თავისუფლების აღკვეთით ისჯება.
მასალის გამოყენების პირობები