გალის რაიონში პირი, რომელიც
დედის მკვლელობაშია ბრალდებული, დააკავეს.
ადგილობრივების ინფორმაციით, შვილმა დედა ბარით დაჩეხა. მათივე თქმით,
ქალს სხეულზე მრავლობითი დაზიანებები ქონდა.
მეზობლები ამბობენ, რომ შვილმა დედა ჯერ მოკლა, ხოლო შემდეგ
სახლში, იატაკის ქვეშ დამარხა. როგორც ადგილობრივები ამბობენ,
სამდღიანი ძებნის შემდეგ, ეჭვი შვილზე აიღეს და ძალის გამოყენებით
შვილს მომხდარი ათქმევინეს.
"ადგილი არ ჰქონდა დარჩენილი, სადაც ჭრილობა არ ჰქონდა. მერე მისმა
დამ დააჭერინა და 3 დღის დაკითხვისა და წამების შემდეგ ძლივს
ათქმევინეს რომ მოკლა და სადაც დამარხა", – ამბობენ მეზობლები.
შემთხვევა 5 დღის წინ მოხდა. დედა-შვილი სახლში მარტო ცხოვრობდა.
როგორც ადგილობრივები აცხადებენ, შვილი დედას ხშირად სცემდა.
ისინი, ასევე, აღნიშნავენ რომ შვილი ადრე პატიმრობაში იმყოფებოდა.
მასალის გამოყენების პირობები