ახალი ამბები
ქუთაისში ტიხრული მინანქრის დამზადების შემსწავლელი სკოლა გაიხსნა
FaceBook
ქუთაისში ტიხრული მინანქრის შემსწავლელმა სკოლამ დაიწყო ფუნქციონირება.
აღნიშნული სკოლა კომპანია "ლეგენდა"-ს და ქუთაისის ისტორიული მუზეუმის ერთობლივი პროექტის საფუძველზე დაარსდა. სასწავლო კურსებიც, სწორედ მუზეუმის შენობაში ჩატარდება. 


კომპანია "ლეგენდას" სათაო ოფისი თბილისშია. ამიტომ ქუთაისში თბილისელი სპეციალისტები ამ ეტაპზე მინანქარზე მუშაობის დაჩქარებული მეთოდით სწავლებას გეგმავენ, რომელიც ორთვიანი სწავლების კურსს მოიცავს.

როგორც სკოლის წარმომადგენლები აცხადებენ, პირველ ეტაპზე  4-5 მოსწავლის აყვანა იგეგმება. მათივე თქმით, ამ მოსწავლეებიდან საუკეთესოს დამატებითი ტრენინგი ჩაუტარდება, რომელიც შემდეგ მასწავლებლის ფუნქციას შეითავსებს.

კომპანია „ლეგენდას“ ხელმძღვანელი, მამუკა ჭოხონელიძე ამბობს, რომ ტიხრული მინანქრის სრული ტექნოლოგიური პროცესის შესწავლაა დაგეგმილი. 
ჩატარდება 16 გაკვეთილი, რომლის ხანგრძლივობა 3 -3 საათს გაგრძელდება.

"ტიხრული მინანქრის ძველი დაკარგული ხელოვნების აღდგენა მოხდა, რაც ძალიან მოთხოვნადი გახდა. სხვა ნაკეთობებთან ერთად ვამზადებთ არქეოლოგიური გათხრების დროს ნაპოვნი სამკაულების ასლებსაც", - ამბობს მამუკა ჭოხონელიძე.

ძველი ქართული ტრადიციის აღდგენა-შესწავლაზე მიუთითებს ქუთაისის ისტორიული მუზეუმის დირექტორი ომარ ლანჩავაც.

„სკოლაში მოხდება მინანქრის დამზადების მეთოდოლოგიის შესწავლა, გარკვეული ტრადიციის საფუძველზე, რომელსაც დიდი ხნის ისტორია აქვს“, - აღნიშნა ომარ ლანჩავამ

მინანქრის შემსწავლელ სკოლაში სწავლა 28 თებერვალს დაიწყება.

სწავლების ღირებულება 800 ლარს შეადგენს.

კომპანია "ლეგენდა" თბილისში 14 წელია ფუნქციონირებს.

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ქუთაისში, მუხნარის ადმინისტრაციულ ერთეულის მოსახლეობას, 13 100
აბონენტს, სასმელი წყალი არ მიეწოდება.
13:22 / 21.11.2024
ქუთაისში, მუხნარის ადმინისტრაციულ ერთეულის მოსახლეობას, 13 100 აბონენტს, სასმელი წყალი არ მიეწოდება.
19 ნოემბრის აქციაზე დაკავებულ მათე დევიძეს, შესაძლოა ბრალი
გადაუკვალიფიცირდეს.
13:00 / 21.11.2024
19 ნოემბრის აქციაზე დაკავებულ მათე დევიძეს, შესაძლოა ბრალი გადაუკვალიფიცირდეს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.