საქართველოს სუპერთასი ისტორიაში პირველად სამტრედიის "სატრედიამ"
მოიპოვა.
ეს მეორე ტიტულია, რომლითაც გუნდმა ახალი საფეხბურთო სეზონი დაიწყო.
მანამდე გუნდი საქართველოს ჩემპიონი გახდა.
მარტვილის მურთაზ ხურცილავას სტადიონზე სუპერთასის მოსაპოვებლად
"სამტრედია" ქუთაისის "ტორპედოს" დაუპირისპირდა.
ანგარიში 2:1 სამტრედიელთა გამარჯვებით დასრულდა.
პირველ ტაიმში ანგარიში "ტორპედოელმა" გიორგი გურულმა თავური დარტყმით
გახსნა. 28-ე წუთზე კი სამტრედიელმა დავით რაჟამაშვილმა ანგარიში
გაათანაბრა.
მეორე ტაიმის 58-ე წუთზე ქუთაისის საფეხბურთო კლუბის მეკარის
შეცდომას, გიორგი ბერიაშვილის გოლი მოჰყვა, რაც გადამწყვეტი
აღმოჩნდა.
მატჩს მსაჯი არსენ ნონიკაშვილი სჯიდა.
მასალის გამოყენების პირობები