"არა ოკუპაციას"! "რუსეთი კლავს"! "არა რუსულ აგრესიას!"- ამ
ლოზუნგით ქუთაისში, თეთრ ხიდზე აქცია გაიმართა.
აქციის ორგანიზატორია არასამთავრობო ორგანიზაცია "ევროპა ჩვენი
სახლია".
აქციაზე 1921 წლის 25 თებერვალს, საქართველოში რუსეთის ჯარის შემოსვლა
და ოკუპაცია გააპროტესტეს. ორგანიზაციის თავმჯდომარის, გია გოქაძის
თქმით, საქართველოში ჩრდილოელი მეზობლის მხრიდან ოკუპაციის საფრთხე
ისევ დგას.
"არ არსებობს ცუდი და კარგი, დემოკრატიული ან არადემოკრატიული რუსეთი.
არსებობს ერთი რუსეთი, რომელიც კლავს. ამიტომ მივუწოდებ ყველას
გავერთიანდეთ ჩვენი საერთო მტრის წინააღმდეგ"- განაცხადა გია
გოქაძემ.
აქციის დასასრულს, სიმბოლურად, ჰაერში თეთრი ბუშტები გაუშვეს.
მასალის გამოყენების პირობები