ქუთაისში, კლინიკა "უნიქალ მედიში" პაციენტი გარდაიცვალა. 18 წლის
ნათია შეყილაძე კლინიკაში სამი დღის წინ, კომატოზურ მდგომარეობაში
შეიყვანეს.
მკურნალობის შემდეგ, პაციენტის მდგომარეობა გაუმჯობესდა. თუმცა, 24
თებერვალს კვლავ დამძიმდა, რასაც 18 წლის ახალგაზრდის გარდაცვალება
მოჰყვა.
პაციენტის ახლობლები ნათია შეყილაძის გარდაცვალებაში მედიკოსებს
ადანაშაულებენ და საქმის გამოძიებას ითხოვენ.
კლინიკის მთავარი ექიმი შოთა მარუაშვილი კი აცხადებს, რომ "უნიქალ
მედიში" პაციენტის გადასარჩენად ყველაფერი გაკეთდა. ექიმის თქმით,
პაციენტის გარდაცვალების რეალურ მიზეზს ექსპერტიზა დაადგენს.
მასალის გამოყენების პირობები