ქუთაისში, ვიზალიბერალიზაციის მნიშვნელობასა და სიკეეთებზე შეხვედრა
გაიმართა.
არასამთავრობო ორგანიზაცია "საერთოშორისო გამჭირვალობა
საქართველოს" წარმომადგენელმა, სტუდენტებს ვიზალიბერალიზაციის
მნიშვნელობა გააცნო.
"აუცილებელია მსაგვსი შეხვედრები, რადგან ევროპის ქვეყნებში უვიზო
მიმოსვლასთან დაკავშირებით ბევრს აქვს მცდარი წარმოდგენა. საჭიროა
ყველა იცნობდეს წესებს, რომლის მიხედვითაც საქართველოს მოქალაქეებმა
უნდა იხელმძღვანელონ", - განმარტა "საერთოშორისო გამჭირვალობა
საქართველოს" ქუთაისის ორგანიზაციის კოორდინატორმა, ლელა
მოწონელიძემ.
შეხვედრაზე მონაწილე სტუდენტების განმარტებით, ასეთი შეხვედრები
საინტერესო და აუცილებელია. რადგან, მათი თქმით, არსებობს
სხვადასხვა მოსაზრებები და ცრუ ინფორმაციები, რომელიც უვიზო მიმოსვლას
ეხება.
2017 წლის 2 თებერვალს ევროპარლამენტმა საქართველოსთან სავიზო რეჟიმის
გაუქმებას
მხარი დაუჭირა.
მასალის გამოყენების პირობები