ქუთაისის თოჯინების თეატრი სადადგმო დაფინანსება რამდნეიმე ათასს
შეადგენს.
ამ თანხას, რომლის ოდენობაც 7500 ლარია, თეატრი კულტურის
სამინისტროდან მიიღებს.
"შეგვიძლია ეს თანხა ერთ სპექტაკლს მოვახმაროთ, ან რამდენიმე
სპექტაკლზე გავანაწილოთ. ეს უკვე ჩვენზე იქნება დამოკიდებული", -
აღნიშნავს ქუთაისის თოჯინების თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი ლევან
გაბრიჭიძე.
მიმდინარე წლიდან ქალაქის სახელმწიფო თეატრები კულტურის სამინისტროს
დაქვემდებარებასა და ფინანსურ პასუხისმგებლობაში გადავიდნენ.
აღნიშნულმა ცვლილებამ გარკვეული გავლენა იქონია თეატრის ბიუჯეტზე. იგი
20 ათასი ლარით შემცირდა და 260 000–დან 240 000 ლარი გახდა. თუმცა,
როგორც დაწესებულებაში აცხადებენ, თანხების მოძიება მოხერხდა და
დანაკლისი შეივსო.
"არც თანამშრომლები შემცირებულან და არც ხელფასი დაკლებიათ",-
აღნიშნავენ ქუთაისის თოჯინების თეატრში.
მასალის გამოყენების პირობები