ქუთაისის საკრებულოს სხდომაზე, "ნაციონალმა" დეპუტატამა, გია უკლებამ
ქალაქის მერი, შოთა მურღულია მიმდინარე წლის 17 თებერვალს ინტენსიური
თოვის შედეგად ქალაქის პარალიზებაში დაადანაშაულა.
მისი თქმით, სტიქიის დროს ადგილობრივმა თვითმმართველობამ არაეფექტურად
იმუშავა.
"ვიცოდი, რომ ტექნიკას, რომელიც პირადად მე თვალით არ მინახავს,
ეფექტურად ვერ გამოიყენებდა ქუთაისის მერია და ეს დადასტურა 17
თებერვალს, როცა დღის პირველ საათზეც კი ქალაქის ცენტრალური მოედანი
გაუწმენდავი იყო. მზეს რომ არ დაედნო თოვლი, ავტომანქანებიც ვერ
შეძლებდნენ გადაადგილებას. ასაკოვანი ქალები წმენდნენ თოვლს
ნიჩბით",–განაცხადა გია უკლებამ.
უკლებას კრიტიკას ქალაქის მერმა უპასუხა და განაცხადა, რომ არსებული
ტექნიკური რესურსის შესაბამისად, სტიქიასთან ბრძოლაში ადგილობრივი
თვითმმართველობის მთელი რესურსი იყო ჩართული.
"450 ქუჩის სწრაფად გაწმენდა, მითუმეტს იმ ტექნიკით რაც გვაქვს, არ
არის მარტივი. ჩვენ ვიყავით მთელი ძალებით მობილიზებული და ინტენსურად
იწმინდებოდა ქუჩები. რაც შეეხება გავრცელებულ ინფორმაციას იმის
შესახებ, რომ მერიას მარილი გამოელია, ეს არის სრული
აბსურდი",–განაცხადა შოთა მურღულიამ.
ქუთაისში,მიმდინარე წლის 17 თებერვალს მოსული უხვი ნალექის გამო,
ქალაქში ტრანსპორტისა და ფეხით მოსიარულეებისთვის გადაადგლება
შეფერხებული იყო.
რა ვითარება იყო ქალაქის გზებზე ნახეთ
ვიდეო.
მასალის გამოყენების პირობები