ქუთაისში, კლინიკა "ბომონდში" საკეისრო კვეთის შემდეგ გარდაცვლილი
გოგონას საქმეზე, საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს რეგულირების
დეპარტამენტი მოკვლევას აგრძელებს.
როგორც რეგულირების სააგენტოს კონტროლის დეპარტამენტის უფროსი, ნინო
ხუციშვილი განმარტავს, დეპარტამენტის თანამშრომლები კლინიკა
"ბომონდში" შესწავლის მიზნით იმყოფებოდნენ. მისი თქმით, რეგულირების
სააგენტო სამედიცინო დაწესებულებაში 2016 წლის ნოემბრეში შევიდა.
"მიმდინარეობს კვლევა ჩვენი მხრიდან. თუმცა, დოკუმენტაციის ნაწილი ამ
დრომდე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აქვს წაღებული.
შედეგები კი, მას შემდეგ გახდება ცნობილი, რაც დოკუმენტების სრულად
შესწავალას მოვახდენთ. ეს ხდება კომიისური წესით, რას იმას
გულისხმობს, რომ იკრიბებიან შესაბამისი დარგის სპეციალისტები და
მსჯელობენ თუ რა შეიძლებოდა ყოფილიყო გარდაცვალების შესაძლო მიზეზი,"
- ამბობს ნინო ხუციშვილი.
ქუთაისში საკეისრო კვეთის შემდგომ ახალგაზრდა გოგონას გარდაცვალებიდან
4 თვე გავიდა. დაზარალებულის ოჯახის წევრები საქართველოს ჯანდაცვის
მინისტრთან
შეხვედრას ითხოვენ.
23 წლის ლანა მიქაბერიძე, კლინიკა „ბომონდში“ ჩატარებული ოპერაციის
შემდეგ, მიმდინარე წლის 25 ოქტომბერს დაიღუპა.
გოგონას ოჯახის წევრები მომხდარში კლინიკა "ბომონდის" ქირურგს, მამუკა
მიქაძეს ადანაშაულებენ.
მათი თქმით, გოგონა ქირურგის მიერ საკეისრო კვეთის დროს დაშვებულ
შეცდომას ემსხვერპლა.
კლინიკა "ბომონდის" ქირურგი მამუკა მიქაძე, რომელმაც უშუალოდ ჩაუტარა
ოპერაციები ლანა მიქაბერიძეს, პაციენტის გარდაცვალებაში მის
ბრალეულობას გამორიცხავდა. თავად, მამუკა მიქაძეს, მომხდართან
დაკავშირებით შეფასების გაკეთება, გამოძიების დასრულებამდე
არ სურს.
მასალის გამოყენების პირობები