ქუთაისში, რამდენიმე ქუჩაზე მიმდინარე წლის 22 თებერვალს აბონენტებს
წყალმომარაგება შეუწყდება.
წყლის მიწოდება შეზღუდული 07:00 საათიდან 22:00 საათამდე იქნება.
"საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის" ქუთაისის
სერვისცენტრის ინფორმაციით, სასმელი წლის მიწოდება ნიკეას,
თაბუკაშვილისა და სულხან-საბას ქუჩის აბონენტებს, ასევე,
"გამარჯვებისა" და "ძელქვიანის" მცხოვრებლებს შეუწყდებათ. აბონენტებს
წყალმომამარგება 22:00 საათიდან აღუდგებათ.
როგორც "საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის"
ქუთაისის სერვისცენტრში განმარტავენ, წყალმომარაგებაზე
შეზღუდვის მიზეზი პარლამენტის მიმდებარდ, კერძოდ, შერვაშიძის ქუჩაზე
1200მმ მაგისტრალზე მომხდარი დაზიანებაა.
კომპანიის ინფორმაციით, დაზიანების აღმოსაფხვრელად შესაბამისი
სამუშაოები უკვე მიმდინარეობს.
მასალის გამოყენების პირობები