ქუთაისში, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე ცენტრალური არქივის
ობიექტის მშენებლობა, რომელიც გასული წლის დეკემბერში დაიწყო,
ამ დრომდე მიმდინარეობს.
სამუშაოების შემსრულებელი კომპანიის შპს "საბა კონსტრაქშენის"
წარმომადგენელთა თქმით, ბოლო 6 თვეა შენობის მოპირკეთება
მიმდინარეობს.
"რკინა–ბეტონის კონსტრუქციების მშენებლობა უკვე დავასრულეთ.
პარალელურად, ნახევარი წელია შენობის შიდა მოსაპირკეთებელ სამუშაოებს
ვაკეთებთ. ამის შემდეგ უკვე გარე-ფასადზე დაიწყება მუშაობა", - ამბობს
ს
ამუშაოების შემსრულებელი
კომპანიის შპს "საბა კონსტრაქშენის" წარმომადგენელი.
შენობის პროექტის მიხედვით, ობიექტი ხუთსართულიანი იქნება. შენობაში
უნდა მოეწყოს სამკითხველო და საგამოფენო დარბაზები. არქივის ახალ
ობიექტში თავს მოიყრის იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის
წერილობითი დოკუმენტების ერთმილიონიანი ფონდი, რომელთა დაცვა
საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად უნდა
მოხდეს.
მშენებლობა მიმდინარე წლის მაისის ბოლოს უნდა დასრულდეს. უშუალოდ,
შენობაში კი ფუნქციონირებას ქუთაისის ცენტრალური არქივი, შემოდგომაზე
დაიწყებს.
"ალბათ, სექტემბერში გაიხსნება ოფიციალურად, როცა უკვე გადავალთ ახალ
შენობაში. მანამდე მოსამზადებელი სამუშაოებია ჩასატარებელი", - ამბობს
ქუთაისის ცენტრალური არქივის ხელმძღვანელი, მერაბ კეზევაძე.
ამ დროისთვის არქივი თამარ მეფის ქუჩაზე იუსტიციის სახლის ყოფილ
შენობაში არის განთავსებული.
სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს "საბა კონსტრაქშენი" 4
მილიონ ლარად ახორციელებს.
2007 წლიდან ქუთაისის ცენტრალური არქივი სსიპ საქართველოს ეროვნული
არქივის სტრუქტურული ერთეულია.
არქივში დაცულია XIX-XX საუკუნეებში დასავლეთ საქართველოში მოქმედი
ორგანიზაცია-დაწესებულებების საქმიანობისა და გამოჩენილი ადამიანების
ცხოვრების ამსახველი დოკუმენტები.
მასალის გამოყენების პირობები