ახალი ამბები
გეგუთში ავტობანის მშენებლობის გამო კერძო ობიექტის დემონტაჟს აპროტესტებენ
FaceBook
გეგუთში ავტობანის მშენებლობის გამო კერძო პირი ბადრი კილაძე მის საკუთრებაში არსებული კომერციული ფართის დემონტაჟს აპროტესტებს. ის აცხადებს, რომ საავტომობილო გზების დეპარტამენტმა, რომელიც ადგილზე გზის სამშენებლო სამუშაოებს ახორციელებს, მისი ქონება რეალურ ღირებულებაზე უფრო ნაკლებად შეაფასა.

ბადრი კილაძე სახელმწიფოს კომპენსაციის სახით შეთავაზებულ თანხას 550 000 დოლარს არარეალურ ღირებულებად მიიჩნევს. ის აცხადებს, რომ მის მიერ დაქირავებულმა კერძო აუდიტორმა მისი ქონება 1 200 000 დოლარად შეაფასა.

კილაძის გაღიზიანება დღეს აუდიტის სამსახურის თანამშრომლების გამოჩენამ გამოიწვია, რომლებმაც მესაკუთრეს ობიექტის დატოვება სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე მოსთხოვეს.

კილაძე ამბობს, რომ შენობაში ამასთანავე დევნილი ოჯახი ცხოვრობდა, რომლებსაც წასასვლელი არსად აქვთ.

აღსრულების ეროვნულ ბიუროში ირწმუნებიან, რომ ბადრი კილაძე შენობის დემონტაჟის შესახებ ინფორმირებული იყო და ფართი უკვე საავტომობილო გზების დეპარტამენტის კერძო საკუთრებაშია.

"ეს არის სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გზა, სადაც მდებარეობს ბადრი კილაძის ობიექტი. თუმცა, მას სახელმწიფომ კომპენსაციის სახით შესთავაზა შესაბამისი თანხა. აღსრულების ეროვნული ბიურო გამოთავისუფლებული ფართის იძულებით დემონტაჟს განახორციელებს", - ამბობს აღსრულების ეროვნული ბიუროს საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი პაატა შამუგია.

რაც შეეხება შენობაში დევნილი ოჯახის ცხოვრების ფაქტს, აღსრულების ეროვნულ ბიუროში აცხადებენ, რომ ეს სიმართლეს არ შეესაბამება და ბადრი კილაძემ ოჯახი შენობაში წინა დღით შეგნებულად შეიყვანა, რათა შენობის დემონტაჟი არ განხორციელებულიყო.

"ჩვენი თანამშრომლები ბოლო ერთი თვის განმავლობაში ყოველდღურად დადიოდნენ და არსებობს ყოველდღიური წერილობითი დადასტურება, რომ შენობაში არავინ იმყოფებოდა", - აცხადებს პაატა შამუგია.

ბადრი კილაძე ობიექტზე დამოუკიდებელი ექსპერტიზის ჩატარებას ითხოვს და შენობის დატოვებას არ აპირებს.



Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
დღეს, 23 ნოემბერს, დღის სამ
საათზე, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან სტუდენტების სოლიდარობის
აქცია გაიმართება.
11:06 / 23.11.2024
დღეს, 23 ნოემბერს, დღის სამ საათზე, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან სტუდენტების სოლიდარობის აქცია გაიმართება.
25 ნოემბერს, როცა
17:21 / 22.11.2024
25 ნოემბერს, როცა "ქართული ოცნება" ახალი პარლამენტის ლეგიტიმაციის ცნობას გეგმავს, საპროტესტო აქცია გაიმართება საკანონმდებლო ორგანოს უკან.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.