"ოპოზიციური პარტიები იმდენად ხშირად აანონსებენ ტრანსპორტის
გაძვირების თემას, აშკარაა, რომ თავად სურთ მგზავრობის
ღირებულებამ მოიმატოს",
- ასე ეხმაურებიან ქუთაისის მერიაში ბოლო ორი კვირის მანძილზე,
ოპოზიციური პარტიების მხრიდან მგზავრობის ტარიფის შესაძლო გაძვირებაზე
გაკეთებულ განცხადებებს.
მერიის საქალაქო ტრანსპორტის განყოფილების უფროსი, ირაკლი ცხვედიანი
ამბობს, რომ თავად ოპოზციური პარტიების წარმომადგენლები აწარმოებენ
მოლაპარაკებებს გადამზიდავ კომპანიასთან საქალაქო ტრანსპორტით შესაძლო
გაძვირებაზე.
"ოპოზიციური პარტიები იმდენად ხშირად აანონსებენ ტრანსპორტის
გაძვირების თემას, აშკარაა რომ თავად სურთ ტრანსპორტის ფასმა მოიმატოს
და ეს მოსახლეობაზე აისახოს ცუდად. ჩვენ, ასევე გვაქვს ინფორმაცია და
ოპოზიციური პარტიებიც არ უარყოფენ, რომ გადამზიდავთა ნაწილთან ფასის
მომატებასთან დაკავშირებით მოლაპარაკებებს თვითონ, ოპოზიციური
პარტიები აწარმოებენ", – განმარტავს ირაკლი ცხვედიანი.
პარტია "თავისუფლი საქართველოს" იმერეთის ორგანიზაციის ხელმძღვანელმა,
გოგი წულაიამ
დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ
მიკროავტობუსით მგზავრობის ფასების გაზრდა 20–30 თეთრით იგეგმება.
უფრო ადრე, 15 თებერვალს კი, "ნაციონალური მოძრაობის" ქუთაისის
ორგანიზაციაში ქალაქის მერიასა და გადამზიდავ კომპანიებს შორის
მიმდინარე
მოლაპარაკებებზე ისაუბრეს, რომელიც
"ნაციონალების" თქმით, საქალაქო ტრანსპორტით მგზავრობის ტარიფის
შესაძლო გაძვირება ეხებოდა.
მასალის გამოყენების პირობები