ქუთაისში, 9 აპრილისა და ირაკლი აბაშიძის ქუჩების გადაკვეთაზე
უსაფრთხოების კუნძულების მოსაწყობად ქუთაისის მერია 157 000 ლარიან
ტენდერს აცხადებს.
სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, მიმწოდებელმა მოძრაობის
განტვირთვისა და ფეხით მოსიარულეთა დაცვის მიზნით, უსაფრთხოების
კუნძულებისა და შუქნიშნების მოწყობა უნდა უზრუნველყოს.
წინადადებების მიღება 6 მარტის ჩათვლით გაგრძელდება.
ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ სამუშაოების შერულება ხელშეკრულების
გაფორმებიდან 50 დღის განმავლობაში უნდა უზრუნველყოს.
ქუთაისში, 10 ადგილზე
24 უსაფრთხოების კუნძული 2015 წელს მოეწყო.
მაშინ ადგილობრივი ბიუჯეტიდან ამ მიზნით 400 000 ლარი გამოიყო.
მასალის გამოყენების პირობები