ახალი ამბები
ქუთაისში, საკეისრო კვეთის შემდეგ გარდაცვლილი გოგონას საქმეზე, სერგეენკოსთან შეხვედრას ითხოვენ
FaceBook
ქუთაისში, კლინიკა "ბომონდში" საკეისრო კვეთის შემდეგ გარდაცვლილი გოგონას საქმეზე საქართველოს ჯანდაცვის მინისტრს შეხვდებიან.

ამის შესახებ, "ქუთაისიპოსტს" დაზარალებულის ოჯახის ადვოკატი ლედი ტუკვაძემ განუცხადა.

მისი თქმით, საქართველოს ჯანდაცვის მინისტრთან წერილი უკვე გადაგზავნილია და გოგონას გარდაცვალების ფატზე უშუალოდ დავით სერგეენკოსთან ისაუბრებენ. მისი თქმით, სამინისტროს რეგულირების საბჭოს ასევე კლინიკის ლიცენზიის შეჩერების საკითხს დაუყენებენ.

"ერთი და იგივე გვარ-სახელების მიმართ ჩნდება კითხვის ნიშნები და არაერთი ფაქტია ქუთაისში საკეისრო კვეთის შემდეგ ახალგაზრდა დედების გარდაცვალების. ამ საქმეში აუცილებელია ჩართული იყოს ჯანდაცვის სამინისტრო, მოხდეს საქმის სამართლიანი გამოძიება და დადგეს კლინიკის პასუხისმგებლობის საკითხი,"  - განმარტავს ლედი ტუკვაძე.

საქართველოს ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში აცხადებენ, მიქაბერიძის წერილი მათთან შევიდა და ამ საკითხს, სამინისტროს რეგულირების სააგენტო იკვლევს.

როგორც  ადვოკატი ამბობს, გარდაცვლილი ლანა მიქაბერიძის ოჯახის წევრები მინისტრთან შეხვედრის გარდა, საქმეში ალტერნატიული ექსპერტიზის ჩართვასაც ითხოვენ.

"მათი სურვილია, დამოუკიდებელმა ექსპერმაც დადოს დასკვნა",  - აცხადებს ადვოკატი ლედი ტუკვაძე.

ლ. სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიუროში "ქუთაისიპოსტს განუცხადეს, რომ ამ ეტაპზე მიმდინარეობს კომისიური ექსპერიზა, რის შემდეგაც საბოლოო დასკვნა დაიდება. თუმცა როდის იქნება ცნობილი ექსპერტიზის საბოლოო პასუხი, ამის თაობაზე ინფორმაციას არ ფლობენ.

ქუთაისში საკეისრო კვეთის შემდგომ ახალგაზრდა გოგონას გარდაცვალებიდან 4 თვე გავიდა.

23 წლის ლანა მიქაბერიძე, კლინიკა ბომონდში ჩატარებული ოპერაციის შემდგომ, მიმდინარე წლის 25 ოქტომბერს დაიღუპა.

გოგონას ოჯახის წევრები მომხდარში კლინიკა "ბომონდის" ქირურგს, მამუკა მიქაძეს ადანაშაულებენ.

მათი თქმით, გოგონა ქირურგის მიერ საკეისრო კვეთის დროს დაშვებულ შეცდომას ემსხვერპლა.

კლინიკა "ბომონდის" ქირურგი მამუკა მიქაძე, რომელმაც უშუალოდ ჩაუტარა ოპერაციები ლანა მიქაბერიძეს, პაციენტის გარდაცვალებაში მის ბრალეულობას გამორიცხავდა.

მიქაძეს "ქუთაისიპოსტი" ამჟამადაც დაუკავშირდა, თუმცა როგორც ის აცხადეს, გამოძიების ოფიციალურ დასკვნამდე კომენტარს ვერ გააკეთებს

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
დღეს, 23 ნოემბერს, დღის სამ
საათზე, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან სტუდენტების სოლიდარობის
აქცია გაიმართება.
11:06 / 23.11.2024
დღეს, 23 ნოემბერს, დღის სამ საათზე, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან სტუდენტების სოლიდარობის აქცია გაიმართება.
25 ნოემბერს, როცა
17:21 / 22.11.2024
25 ნოემბერს, როცა "ქართული ოცნება" ახალი პარლამენტის ლეგიტიმაციის ცნობას გეგმავს, საპროტესტო აქცია გაიმართება საკანონმდებლო ორგანოს უკან.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.