ქუთაისში, კუპრაძის ქუჩის მე–8 შესახვევში საცხოვრებელ სახლს ცეცხლი
გაუჩნდა.
შემთხვევის დროს სახლში ოჯახის წევრები იმყოფებოდნენ, თუმცა,
არავინ დაშავებულა.
ხანძრის შედეგად მხოლოდ ის ოთახია დამწვარი, სადაც ცეცხლი გაჩნდა.
ხანძრის ლოკალიზება მალევე მოხდა.
სავარაუდოდ, ცეცხლი საცხოვრებელ სახლში არსებულ შეშის ღუმელს
გაუჩნდა.
ადგილზე მობილიზებულია სახანძრო–სამაშველო სამსახურის
ბრიგადები.
უსაფრთხოების მიზნით კუპრაძის ქუჩაზე ელექტროენერგიაც გაითიშა.
ამ დროისთვის ენერგომომარაგება აღდგენილია.
მიმიდნარეობს ხანძრის გამომწვევი მიზეზის დადგენა.
მასალის გამოყენების პირობები