შინაგან საქმეთა სამინისტროს არქივმა უნიკალურ ისტორიულ მასალებზე
დაყრდნობით მომზადებული წიგნის პრეზენტაცია გამართა.
"მშვიდობით, ძმებო, გვხვრეტენ ამაღამ!" - ასე ჰქვია ნაშრომს, რომელიც
სამინისტროს წარმომადგენლებმა ოკუპაციის მუზეუმში წარმოადგინეს.
წიგნი შს სამინისტროს არქივმა, კონრად ადენაუერის ფონდის დაფინანსებით
მოამზადა და საქართველოს გასაბჭოების პერიოდს ეხება.
მასში საქართველოს უახლესი ისტორიის მნიშვნელოვანი პერიოდის -
გასაბჭოების პირველი წლების ამსახველი ისტორიული საარქივო მასალებია
გასაჯაროებული.
სამინისტროს ინფორმაციით, მონოგრაფიის მეშვეობით შსს-ს არქივის
ფონდებში დაცული უნიკალური საარქივო მასალა, მკვლევარებისა და
მკითხველთა ფართო წრისთვის, ხელმისაწვდომი გახდება.
მასალის გამოყენების პირობები