ქუთაისში დასაქმების ფორუმი მიმდინარეობს. სამუშაოს მაძიებლებს
დასაქმებას სადაზღვეო კომპანია "ჯიპია ჰოლდინგი" სთავაზობს.
კომპანიის ორგანიზებით სასტუმრო "ბაგრატი 1003"-ში გასაუბრება დღეს,
11:00 საათიდან დაიწყო და 18:00 საათამდე გაგრძელდება.
კომპანია დასაქმების მსურველებს სადაზღვევო კომპანიაში საცალო
გაყიდვების აგენტის პოზიციაზე დასაქმებას სთავაზობენ.
"შერჩეულ კანდიდატებს ვთავაზობთ, როგორც დასაქმებას, ასევე,
პროფესიული გადამზადების კურსებს, რომელიც პირველივე დღიდან
ანაზღაურებადია.
არ გვაქვს შეზღუდვები, მიუხედავად განათლებისა, გამოცდილებისა და
ასაკისა შეუძლია ყველა მოვიდეს გასაუბრებაზე. სწავლების პროცესში მათი
ანაზღაურება 400 ლარი იქნება", - განაცხადა სადაზღევო კომპანია "ჯიპია
ჰოლდინგის" წარმადგნელმა, ვახტან კორძაიამ. მისი თქმით, შერჩეულ
კანდიდატებს პასუხი თებერვლის ბოლოს ეცნობებათ.
სადაზღევო კომპანიაში აცხადებენ, რომ ქუთაისში დასაქმების ფორუმში
მონაწილებისთვის რეგისტრაცია 600- მდე კანდიდატმა გაიარა.
"გავიგე, რომ დღეს იყო ჯიპია ჰოლდინგის დასაქმების ფორუმი, რა თქმა
უნდა, ვცადე ბედი, იმედია გამიმართლებს".
"მთავარია იმ შერჩეულ კანდიდატებს შორის მოვხვდე", - განმარტავენ
დასაქმების ფორუმზე მისული სამსახურის მაძიებლები.
სადაზღვეო კომპანია "ჯიპია ჰოლდინგი" დასაქმების ფორუმის ფარგლებში,
სულ 300 გაყიდვების სპეციალისტის აყვანას გეგმავს.
აღნიშნული ფორუმი ქუთაისის გარდა, კიდევ ოთხ ქალაქში ფოთში,
ზუგდიდიში, ბათუმსა და თბილისში ჩატარდება.
"ჯიპია ჰოლდინგმა" დასაქმების ფორუმი პირველად 2016 წელსაც გამართა.
გასულ წელს სადაზღვეო კომპანიამ 200 ადამიანი დაასაქმა.
მასალის გამოყენების პირობები