"რუსთავი 2" - ის საპროტესტო აქციას ქუთაისიდან 500-მდე
ადამიანი შეუერთდება.
ქუთაისიდან მხარდამჭერების
აქციაზე გამგზავრების, ორგანიზებას
"ნაციონალური მოძრაობის" აქტივისტები უწევენ.
როგორც ოპოზიციური პარტიის ერთ-ერთი წევრი, ნიკა ნარსია ამბობს,
ისინი მხარს გამოხატვის თავისუფლებას უჭერენ.
ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის თანამშრომლები საქართველოს პარლამენტის
შენობასთან, დღეს საპროტესტო აქციას 14:30 საათზე გამართავენ.
რუსთავი 2 - მა მაუწყებლობა 17 თებერვალს
შეწყვიტა, რის შესახებაც განცხადება კურიერის სპეციალურ გამოშვებაში
არხის გენერალური დირექტორის პირველმა მოადგილემ, ზაალ უდუმაშვილმა
გააკეთა.
მასალის გამოყენების პირობები