ინტერნსიურმა თოვამ პრობლემები შექმნა ქუთაისის დავით აღმაშენებლის
სახელობის აეროპორტშიც.
ცუდი ხილვადობის გამო, 2 საათის დაგვიანებით შესრულდა რეისი კიევის
მიმართულებით.
ამ დროისთვის აეროპორტიდან დაგეგმილი ფრენები შეუფერხებლად
ხორციელდება.
უხვმა ნალექმა პრობლემები შექმნა ქალაქის ქუჩებშიც.
გაუწმენდავი გზების გამო მოქალაქეებს გადაადგილება უჭირთ როგორც
ცენტრალურ, ასევე შიდა ქუჩებზეც.
შეფერხებით მოძრაობს
საქალაქო ტრანსპორტიც.
თოვლის საფარმა იმერეთის მაღალმთიან სოფლებში 80 სანტიმეტრს
მიაღწია.
მასალის გამოყენების პირობები