გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ქუთაისში ინტენსიური თოვა 17
თებერვალს დღის პირველ ნახევარში შენარჩუნდება.
სინოპტიკოსების ინფორმაციით, მიმდინარე წლის 17 თებერვლის საღამოს
თოვლის ინტენსიობა იკლებს. თუმცა, გაძლიერდება ყინვა.
"დასავლეთ საქართველოს დაბლობში ღამით მოსალოდნელია -5 -7 გრადუსი
ყინვა, ხოლო მთაში და მაღალმთაში -15 -20 გრადუსი ყინვა დაფიქსირდება"
- ამბობს გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზების
დეპარტამენტის ხელმძღვანელი, დოდო გვაზავა.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, მიმდინარე წლის 18-19
თებერვალს დასავლეთ საქართველოში გამოიდარებს. თუმცა, 21
თებერვლიდან კვლავ არამდგრადი ამინდებია ნავარაუდები.
მასალის გამოყენების პირობები