საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, საავტომობილო
გზებზე შეზღუდვებია დაწესებული.
ინტენსიური თოვის გამო, გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის საავტომობილო
გზის 1 კმ -106 კმ მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი,
ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის
ავტობუსების მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა
თავისუფალია.
ინტენსიური თოვისა და ლიპყინულის გამო, ქუთაისი-ტყიბული-ამბროლაურის
საავტომობილო გზის სოფ.ორპირი-ამბროლაური მონაკვეთზე, ჩოლაბურის
ხიდი-თერჯოლა-ტყიბულის საავტომობილო ძევრი-ტყიბული მონაკვეთზე და
ქუთაისი-წყალტუბო-ცაგერი-ლენტეხი-ლასდილის საავტომობილო გზის
ქუთაისი-ღვედის მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი,
ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის
ავტობუსების მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა
მოძრაობა დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების
გამოყენებით.
ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე ავტოტრანსპორტის მოძრაობა
თავისუფალია.
მასალის გამოყენების პირობები