ქუთაისის მერია, 2016 წლის წარმატებულ ბიზნესკომპანიებს გამოავლენს.
მერიის რჩეული ორგანიზაციების გამოვლენა კონკურს "წლის ბიზნესი
2016"-ის ფარგლებში მოხდება.
დაჯილდოების ნომინაციები, კონკურსის მონაწილეთა შეფასების
კრიტერიუმები, გამარჯვებულთა გამოვლენის პროცედურები - ამ და სხვა
საკითხებზე იმსჯელეს,
16 თებერვალს გამართულ, ქუთაისის მერთან არსებულ ბიზნეს
საბჭოს სხდომაზე.
მერიის ეკონომიკური განვითარების სამსახური, კომპანიებისთვის "წლის
ბიზნესი 2016"-ში მონაწილოების მისაღებად, კონკურსის
გამოცხადებას, მიმდინარე წლის თებერვლის ბოლოს გეგმავს.
ადგილობრივ თვითმმართველობაში განმარტავენ, რომ აღნიშნული კონკურსი
ქალაქში რეგისტრირებულ ბიზნეს-კომპანიების მხარდაჭერას, მათ
სტიმულირებას და პოპულარიზაციას ისახავს მიზნად.
ქუთაისის მერიამ, მათ მიერ არჩეული კომპანიები პირველად
გასულ წელს გამოავლინა. მაშინ კონკურსში
მონაწილეობა ქალაქში მოქმედმა 42-მა სხვადასხვა კომპანიამ
მიიღო. თუმცა, მერიის რჩეული მხოლოდ 12 კომპანია გახდა, რომლებიც
სხვადასხვა ნომინაციებში გამარჯვებულებად გამოცხადდნენ.
მასალის გამოყენების პირობები