დიდი ბრიტანეთის ელჩი საქართველოში ჯასტინ მაკენზი სმიტი
ქუთაისი-ლონდონის
მიმართულებით ავიარეისებთან დაკავშირებით
განცხადებას ავრცელებს.
"ბრიტანეთსა და საქართველოს მყარი მეგობრობა აკავშირებთ. ორ ქვეყანას
შორის ურთიერთობა კი იზრდება ბიზნესის, განათლების, სპორტის და
ტურიზმის სფეროში. პირდაპირი ფრენები ბრიტანეთსა და საქართველოს უფრო
დააახლოებს", - ნათქვამია ბრიტანეთის საელჩოს მიერ
გამოქვეყნებულ
განცხადებაში.
"საქართველოს აეროპორტების გაერთიანებამ" 15 თებერვალს
გაახმოვანა, რომ დავით აღმაშენებლის საერთაშორისო აეროპორტიდან
ლონდონის მიმართულებით პირდაპირი ავიარეისები მიმდინარე წლის
18 ივნისიდან შესრულდება.
მასალის გამოყენების პირობები