მიმდინარე წლის 15 თებერვლიდან 31 ოქტომბრამდე მოქალაქეები
პირადობის მოწმობის აღებას უფასოდ შეძლებენ.
"პირადობის მოწმობის აღებას უფასოდ შეძლებს მოქალაქეთა შემდეგი
კატეგორია: რომელთაც არ გააჩნიათ არცერთი მოქმედი პირადობის
დამადასტურებელი დოკუმენტი (პირადობის მოწმობა, პასპორტი); რომელთა
რეგისტრაციის მისამართი ფიზიკურად აღარ არსებობს (არასრული/არარსებული
ან ლიკვიდირებული მისამართი); მონაცემთა ბაზაში უსურათო/უხარისხო
ჩანაწერის მქონე მოქალაქეები; რეგისტრაციიდან მოხსნილი საქართველოს
მოქალაქეები;
მისამართის გარეშე რეგისტრირებული პირები, თუ ისინი რეგისტრაციას
გაივლიან იდენტიფიცირებად მისამართზე. აქცია შეეხება სრულწლოვან და იმ
პირებს, რომელთაც აქციის დასრულებამდე უსრულდებათ 18 წელი.
იმისათვის, რომ საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს არ შეეზღუდოს
არჩევნებში ხმის მიცემის უფლება, დოკუმენტის გაცემისას მოქალაქეები
თავისუფლდებიან როგორც საბუთის, ისე ფოტოსურათის გადაღებისათვის
დაწესებული საფასურის გადახდისაგან. აღსანიშნავია, რომ მოქალაქეთა
გაბარათიანება ხელს უწყობს მონაცემთა ბაზების დახვეწასა და საარჩევნო
სიების სრულყოფას. პირადობის მოწმობის ასაღებად მოქალაქეებმა უნდა
მიმართონ იუსტიციის სახლის ფილიალებს, სახელმწიფო სერვისების
განვითარების სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურებს ან საზოგადოებრივ
ცენტრებს", - ნათქვამია იუსტიციის სამინიტროს ვებ-გვერდზე
გავრცელებულ მასალაში.
იუსტიცისს სამინისტროს ინფორმაციით, დღეის მდგომარეობით, საქართველოს
პირადობის ელექტრონულ მოწმობას 2 000 000-ზე მეტი მოქალაქე ფლობს.
აღნიშნული აქციით კი, 554-მა პირმა ისარგებლა.
მასალის გამოყენების პირობები