ქუთაისის მერიის თეთრ დარბაზში ფოტოკონკურს "ილოს" ფარგლებში
გამოცემული კალენდრის პრეზენტაცია გაიმართა.
კალენდარი ჟურნალისტ სოფო ბობოხიძის ხსოვნას მიეძღვნა. მასში სოფოს
ორი ფოტო შევიდა.
პრეზენტაციას სოფო ბობოხიძის დედა და ძმაც დაესწრნენ.
კალენდარი გაფორმებულია იმ ფოტოებით, რომლებიც ფოტოკონკურს "ილოზე"
იყო წარმოდგენილი.
დარბაზში
გამოფენილი იყო ყველა ის
ფოტო, რომელიც კალენდარში შევიდა.
შეხვედრაზე ითქვა, რომ
მიმდინარეობს მუშაობა „ილოს
“ კონკურსის საზღვრების გაზრდის და
საერთაშორისო სტატუსის მინიჭებაზე
.
ფოტოკონკურსი "ილო" 2007 წლიდან,
ყოველწლიურად იმართება ქუთაისში.
კონკურსს ორგანიზებას ქალაქის მერიის კულტურის, სპორტის, განათლების,
ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახური უწევს.
ფოტოკონკურსი ქუთაისელი კოლორიტის ილო ხახიაშვილის სახელს ატარებს,
რომლის ფოტოატელიეც ათწლეულების განმავლობაში ქალაქის ცხოვრების
ერთგვარი მემატიანე იყო.
2011 წლიდან ტრადიციად იქცა ფოტოკონკურსში შემოსული ნამუშევრებით
მომავალი წლის კალენდრის გამოცემა.
მასალის გამოყენების პირობები