ქუთაისში, დასაქმების პროგრამის ფარგლებში სამუშაოს მაძიებლებისათვის
ახალი მომსახურებები დაინერგება.
სოციალური მომსახურების სააგენტოს ინფორმაციით, დასაქმების
ხელშეწყობის ახალი სერვისები ქუთაისში მარტის დასაწყისიდან
ამოქმედდება.
"ახალი სერვისები გულისხმობს იმას, რომ უფრო კონკრეტულად იქნება
გაწერილი თუ რა უნდა აკეთონ დასაქმების სპეციალისტებმა, როგორი
მომსახურება გაუწიონ სამუშაოს მაძიებლებს, როგორ გადამისამართდნენ
ისინი მხარდაჭერის დასაქმების, თუ კარიერის დაგეგმვის სპეციალისტთან
საჭიროებების მიხედვით. რაც ვაკანსიების მოძიების უფრო მეტ საშუალებას
გააჩენს და სამუშაოს მაძიებლებსთვის იქნება კომფორტული გარემო," -
ამბობს სოციალური მომსახურების სააგენტოს ქუთაისის ცენტრის
ხელმძღვანელი, ნინო ჭიღლაძე.
დასაქმების პროგრამით, ქუთაისში მიმდინარე
წლის ოქტომბერ-იანვრის მონაცემებით 20 ადამიანი
დასაქმდა.
სოციალური მომსახურების სააგენტოში განმარტავენ, რომ სამუშაოს
მაძიებლები საჭიროების შემთხვევაში, დასაქმებამდე, გადამზადების
პროცესს გადიან. ხოლო პროგრამით სარგებლობის უფლება აქვთ 16 წლის
ასაკს გადაცილებულ შრომითი ქმედუნარიანობის მქონე საქართველოს
მოქალაქეებს, საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე
პირებს, ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირებს.
პროექტი "დასაქმების ხელშეწყობის სამსახურის შესაძლებლობების
განვითარება საქართველოში" 2015 წლიდან დაიწყო, რომელიც ევროკავშირის
დაფინანსებით, საქართველოს ჯანმრთელობისა და სოციალურივის სამინისტროს
მიერ ხორციელდება.
1 მილიონი 100 ათასი ევროს ღირებულების პროექტის ძირითადი
მიზანია საქართველოს დასაქმების ხელშეწყობის მომსახურების
ინსტიტუციური და ადამიანური რესურსების შესაძლებლობათა გაძლიერება.
მასალის გამოყენების პირობები