ქუთაისელ საქართველოს დამსახურებულ არტისტებს მერია სტიპენდიებს
უხდის. ამისთვის ქალაქის ბიუჯეტიდან 36 ათასი ლარია
გამოყოფილი.
დამსახურებული არტისტებისთვის 360 ლარის ოდენობის თანხა ყოველთვიურად
გაიცემა.
სტიპენდიას მერიიდან შვიდი არტისტი იღებს, მესხიშვილის თეატრის
მსახიობები: ლამარა ვაშაკიძე, მარიკა სამანიშვილი, ვაჟა ოყრეშიძე, ევა
ხუტუნაშვილი, გიზო ღელეყვა, ალექსანდრე კაკაურიძე. ასევე, ოპერის
თეატრის მსახიობი ფოთოლა ჯორბენაძე.
მასალის გამოყენების პირობები