მიმდინარე წლის 13-17 თებერვალს სს ენერგო-პრო ჯორჯიას დასავლეთ
საქართველოს ცენტრალური ფილიალის გამანაწილებელ ქსელში დაგეგმილი
სამუშაოების გამო ელექტროენერგიის მიეწოდება დროებით შეეზღუდება
მომხმარებელთა ნაწილს იმერეთში.
ქუთაისი:
ენერგო-პრო ჯორჯიაში აცხადებენ, რომ მომხმარებლისთვის
ელექტროენერგიის სტაბილური და ხარისხიანი მიწოდების მიზნით, მაღალი
ძაბვის ქვესადგურში „ქუთაისი 2“ პროფილაქტიკური და დიაგნოსტიკური
სამუშაოები ჩაუტარდება შემდეგ ფიდერებს:
· 13 თებერვალს 16:00-18:00 საათამდე - ფიდერი „თიბისი ბანკი“, 1
აბონენტი.
· 14 თებერვალს 11:00-14:00 საათამდე - ფიდერი „N24“, დაახლოებით 2300
აბონენტი აღმაშენებლის, გრიშაშვილის, ჩეჩელაშვილის, გალაქტიონ
ტაბიძის, დუმბაძის, ნინოშვილის, რუსთაველის (ნაწილ.) და მიმდებარე
ქუჩებზე.
· 16 თებერვალს 11:00-14:00 საათამდე - ფიდერი N12“, დაახლოებით 500
აბონენტი ფალიაშვილის, ცისფერყანწელთა, წმ. ნინოს, ლერმონტოვის,
ბროსეს ქ.
· 17 თებერვალს 11:00-14:00 საათამდე - ფიდერი „15“, დაახლოებით 250
აბონენტი თამარ მეფის ქ.
სამტრედია:
პროფილაქტიკის მიზნით ქვესადგურში “სამტრედია 1“ გამოირთვება
ფიდერები:
· 13 თებერვალს 11:00-14:00 სთ. - ფიდერი №3, დაახლოებით 1000
აბონენტი ქ. სამტრედიაში ახალგაზრდობის, ბარათაშვილის, ერისთავის,
კოსტავას, მეგობრობის, ნიკურაძის და მიმდებარე ქუჩებზე.
· 14 თებერვალს 11:00-14:00 სთ. - ფიდერი №4, დაახლოებით 700 აბონენტი
ქ. სამტრედიაში გამსახურდიას, კლდიაშვილის, მარჯანიშვილის, ყაზბეგის,
წერეთლის, ჭავჭავაძის და მიმდებარე ქუჩებზე.
· 15 თებერვალს 11:00-14:00 სთ. - ფიდერი №1, დაახლოებით 820 აბონენტი
ქ. სამტრედიაში თამარ მეფის, რუსთაველის, სააკაძის, ჭავჭავაძის და
მიმდებარე ქუჩებზე.
· 16 თებერვალს 11:00-14:00 სთ. - ფიდერი №6, დაახლოებით 1300
აბონენტი ქ. სამტრედიაში აღმაშენებლის, ბაუსკას, გალაქტიონის,
ვაჟა-ფშაველას, კაკაბაძის, ლაღიძის, მშვიდობის, ორბელიანის და
მიმდებარე ქუჩებზე.
· 16 თებერვალს 14:00-17:00 სთ. - ფიდერი №7, დაახლოებით 600 აბონენტი
ქ. სამტრედიაში რესპუბლიკის, დიდგორის, თავისუფლების, კრავეიშვილის და
მიმდებარე ქუჩებზე.
ზესტაფონი:
15 თებერვალს 12:00-14:00 სთ-მდე ქ/ს „ძირულა წევაში“ დაგეგმილია 10
კვ ფიდერი „საღვინეს“ გამორთვა ზ/ამომრთველების პროფილაქტიკის მიზნით,
რის გამოც ელენერგია დროებით შეეზღუდება დაახლოებით 740 აბონენტს
ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფლებში საღვინე, მარტოთუბანი,
წიფლავაკე, ზედა საქარის ნაწილი.
15 თებერვალს 10:00-18:00 სთ-მდე საქართველოს სახელმწიფო
ენერგოსისტემის მოთხოვნით დაგეგმილია 220 კვ გადამცემი ხაზის „აჯამეთი
2“-ის შეკეთებაში ჩაყენება რეაბილიტაციის მიზნით, რის გამოც
უსაფრთხოების ნორმების მოთხოვნით საჭირო იქნება ქ/ს „ზესტაფონი
500“-დან გამომავალი 10 კვ-ის ფიდერების „არგვეთას“, „ავტოგაზის“, „№5
პურის ქარხნის“ გამორთვა. ელექტროენერგიის მიწოდება შეუზყდებათ
აბონენტებს სოფელ არგვეთასა და პირველი სვირში.
ტყიბული:
პროფილაქტიკური სამუშაოების ჩატარების მიზნით ქვესადგურში „ტყიბული-1“
გამოირთვება აღნიშნული ქვესადგურიდან გამომავალი ფიდერები:
· 14 თებერვალს 11:00-14:00 სთ. - ფიდერი "ორჯონიკიძე", 21 აბონენტი
ქ. ტყიბულში.
· 15 თებერვალს 11:00-14:00 სთ. - ფიდერი "ტელევიზია", დაახლოებით 40
აბონენტი ქ. ტყიბულში რაჭის, რობაქიძის, სოლომონ მეორეს ქ.
· 16 თებერვალს 11:00-14:00 სთ. - ფიდერი "ლენინი 1", დაახლოებით 650
აბონენტი ქ. ტყიბულში მეშახტის, რაჭის, რუსთაველის, სააკაძის,
ქუთაისის, ჯავახიშვილის და მიმდებარე ქუჩებზე.
ხარაგაული:
14 თებერვალს 10:00-16:00 სთ.-მდე ელექტროენერგიის მიწოდება
შეეზღუდება ქ/ს „მოლითი წევას“ დაახლოებით 1800 მომხმარებელს
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფლებში მოლითი, ვახანი, სერბაისი,
ზვარე, ნუნისი და მიმდებარე სოფლებში.
მასალის გამოყენების პირობები