ქუთაისში, ე.წ. "კინო საქართველო"2017 წლის მარტში გაიხსნება. ამ
დროისთვის კინოთეატრის ადმინისტრაციას ვაკანსიები აქვს
გამოცხადებული.
კინოთეატრში კონტროლიორის, მოლარის, ბარმენის, ტექნიკური პერსონალის
და სხვა პოზოციებზე 180-მდე თანამშრომლის აყვანა იგეგმება.
"ძალიან გაგვიჭირდა თანაშრომელთა მოძიება. ნაწილი უკვე შევარჩიეთ,
ნაწილს ახლაც ვეძებთ. უკვე დავიწყებთ შერჩეული კანდიდატების
გადამზადებას და სწორედ ამ პროცედურების დასრულების შემდეგ გაიხსნება
კინოდარბაზები", - განმარტავენ კინოთეატრის ადმინისტრაციაში. მათი
თქმით, ფილმები ქართულ-რუსულ-ინგლისური ენებზე იქნება ნათარგმნი.
მრავალფუნქციურ შენობაში 6 დარბაზია, აქედან ორი 67-67
ადგილიანია, ორი 130-130 ადგილიანი ( 3DX და 4DX კინოდარბაზები), ხოლო
ორი VIP დარბაზი 10-15 მაყურებელზეა გათვლილი.
კინოთეატრში უფასო კინოჩვენებები გასულ წლის 8 ოქტომბრის საპარლამენტო
არჩევნებამდე ორი დღით ადრე მოეწყო.
ამ
თემაზე:
6 და 7 ოქტომბერს მაყურებლებისთვის ფილმების ჩვენება
უფასოდ გაიმართება
ქუთაისში არჩევნებამდე ორი დღით ადრე გახსნილი
კინოთეატრი ისევ გახსნის მოლოდინშია
ქუთაისში ე.წ კინოთეატრის "საქართველო" კინოდარბაზები წლის ბოლოს
გაიხსნება
მასალის გამოყენების პირობები