თერჯოლის რაიონში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 6 სამხედრო
მოსამსახურე დაშავდა.
თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მეორე ქვეითი ბრიგადის 22-ე
ბატალიონის ავტომანქანა, რომელსაც პირადი შემადგენლობა სიმონეთის
პოლიგონზე გადაჰყავდა მოცურდა და ხეს შეეჯახა.
შემთხვევის შედეგად, დაშავებულების სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
მათ სხეულის სხვადსხვა ნაწილზე მსუბუქი დაზიანებები აქვთ
მიყენებული.
სამხედრო მოსამსახურეები გორის სამხედრო ჰოსპიტალში არიან
გადაყვანილი.
მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის მე–400 მუხლითაა
აღძრული, რაც მანქანის მართვის ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას
გულისხმობს.
გამოძიებას საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიცია
აწარმოებს.
მასალის გამოყენების პირობები