ახალი ამბები
შსს: საკრებულოს დეპუტატის მამის საფლავის გაქურდვის ფაქტზე დაწყებულია გამოძიება
FaceBook
ქუთაისის საკრებულოს დეპუტატის, ლაშა გვენეტაძის მამის საფლავის გაქურდვის ფაქტზე ამ დრომდე უცნობია, არის თუ არა ვინმე დაკავებული.  შინაგან საქმეთა სამინისტროში აღნიშნულ ინფორმაციას არ აკონკრეტებენ.

უწყებაში განმარტავენ მხოლოდ იმას, რომ მომხდარზე დაწყებულია გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 258–ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც საფლავში ჩატანებული ან საფლავზე არსებული ნივთის მართლსაწინააღმდეგო დაუფლებას გულისხმობს.

ჩადენილი დანაშაულისთვის გათვალისწინებულია ჯარიმა ან ისჯება  თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე.

მამის საფლავის გაქურდვის გამო, საკრებულოს დეპუტატმა,  ლაშა გვენეტაძემ, ძმასთან შოთა გვენეტაძესთან და მეგობარ შიო ჯანელიძესთან ერთად, მათი ვარაუდოთ ქურდობაში ეჭვმიტანილი  სცემეს. პროკურატურის ინფორმაციით, მ.დ. იარაღის მუქარით ნიკეას ქუჩაზე მდებარე ერთ–ერთ საცხოვრებელ სახლში წაიყვანეს და ფიზიკურად გაუსწორდნენ.

პირის ცემის გამო ქუთაისის საქალაქო სასამართლომ სამივე მათგანს  ორთვიანი წინასწარი  პატიმრობა შეუფარდა.

ქუთაისში, საფიჩხიის სასაფლაოზე, სადაც საკრებულოს დეპუტატის ლაშა გვენეტაძის მამის საფლავი გაძარცვეს, მოპარულია საფლავის ქვაზე მიმაგრებული სპილენძის ბარელიეფი.

დაკავებულთა ადვოკატის ინფორმაციით, პირი, რომელსაც გვენეტაძის ოჯახი საფლავის გაქურდვაში ადანაშაულებს, ორჯერ არის ნასამართლევი.




Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
დღეს, 23 ნოემბერს, დღის სამ
საათზე, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან სტუდენტების სოლიდარობის
აქცია გაიმართება.
11:06 / 23.11.2024
დღეს, 23 ნოემბერს, დღის სამ საათზე, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან სტუდენტების სოლიდარობის აქცია გაიმართება.
25 ნოემბერს, როცა
17:21 / 22.11.2024
25 ნოემბერს, როცა "ქართული ოცნება" ახალი პარლამენტის ლეგიტიმაციის ცნობას გეგმავს, საპროტესტო აქცია გაიმართება საკანონმდებლო ორგანოს უკან.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.