ქუთაისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, საკრებულოს წვვრს
ლაშა გვენეტაძეს, მის ძმას, შოთა გვენეტაძეს და მათ მეგობარს,
შიო ჯანელიძეს პატიმრობა შეეფარდა.
მოსამართლე გიორგი ქაშაკიშვილმა არ დააკმაყოფილა დაცვის მხარის
ადვოკატების შუამდგომლობა, რომელიც 10 000 ლარიანი გირაოს სანაცვლოდ
მათ გათავისუფლებას ითვალისწინებდა.
ბრალდებულებმა
სასამართლო პროცესზე, ბრალდების ნაწილში დუმილის უფლება გამოიყენეს.
ლაშა გვენეტაძეს, ძმასთან და მეგობართან ერთად ბრალი 143-ე მუხლის
მე-3 ა და ე ქვეპუნქტით წარედგინა, რაც, სიცოცხლისთვის და
ჯანმრთელობისთვის საშიში ძალადობის გამოყენებით, მუქარით ჩადენილ
თავისუფლების უკანონო აღკვეთას ითვალისწინებს, 7-დან 10 წლამდე.
ლაშა გვენეტაძემ ძმასთან და მეგობართა ერთად პირი
მამის საფლავის გაძარცვის გამო სცემეს, რასაც
პროკურატურის მხრიდან მათი
დაკავება მოჰყვა.
ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის მიხედვით, ქუთაისის საკრებულოს
დეპუტატის ლაშა გვენეტაძეს, ბრალეულობის დამტკიცების გამო,
სამსახურეობრვი უფლებამოსილება შეუჩერდება.
ქუთაისის საკრებულოს პრესსამსახურის ინფორმაციით, ადგილობრივი
თვითმმართველობის კოდექსის 43-ე მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად,
მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრს უფლებამოსილება შეუჩერდება
სასამართლოს მიერ მისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის ან
ადმინისტრაციული სახდელის სახით ადმინისტრაციული პატიმრობის
შეფარდების შემთხვევაში.
უფლებამოსილების შეჩერების ვადა განისაზღვრება პატიმრობის ან
ადმინისტრაციული პატიმრობის მოქმედების ვადით.
მასალის გამოყენების პირობები